Friday, November 2, 2018



გაკვეთილის გეგმის ფორმა
მასწავლებლის სახელი,გვარი,პირადი ნომერი ლია კურტანიძე 35001103777
საგანი ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი  საბაზო მე-6 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 23
გაკვეთილის თემა ნოდარ დუმბაძე ‘’ხაზარულა’’
გაკვეთილის მიზანი: მხატვრული ტექსტის გააზრების,პრობლემათა გადაჭრის,მსჯელობისა და ინფორმაციის მოპოვების უნარ-ჩვევის გამომუშავება, ლიტერატურული ტექსტის კითხვა  და ანალიზი ტექსტის მონაკვეთებად დაყოფა და დასათაურება. მხატვრულ ხერხებზე დაკვირვება .მოკლე შინაარსის გადმოცემა, კორექტირება და თვითშეფასება.  დიალექტიზმებზე დაკვირვება. სხვადასხვა პირში თხრობა.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება.

ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.


ქართ. V. 5. მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ.  V. 8.  მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
ქართ. V. 9. მოსწავლეს აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
ქართ. V. 12 მოსწავლეს შე-უძლია  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.

·         მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი
·         მსჯელობს ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე
·         მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად
·         შეარჩევს და გადაამოწმებს სხვადასხვა სახის მასალას სანდოობის თვალსაზრისით
·         მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტის წაკითხვა და გაგება-გაანალიზება
გამოაქვს დასკვნა მთლიანი ტექსტის გააზრების საფუძველზე
#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო[წთ]

აქტივობა 1.
მისალმება და მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა..  

ვერბალური ახსნა

საკლასო ჯურნალი,საწერ-კალამი სახელმძღვანელო,დაფა,კომპიუტერი,პროექტორი

2 წთ





აქტივობა2.
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და ავალებს გაიხსენონ, რა იციან ნოდარ დუმბაძის შესახებ მოსწალეთა  დახმარებით შეივსება გონებრივი იერიშის რუკა
გონებრივი იერიში
ჯგუფებში

7წთ

აქტივობა3.
მასწავლებელი სვამს  კითხვას; როგორია ბებერი ხე მათი წარმოდგენით ცოდნის კონსტრუირება 13 წთ
გონებრივი იერიში
მთელ კლასთან

13წთ

აქტივობა 4 ტექსტის  კომენტირებული კითხვა და ანალიზი უცხო სიტყვების  ახსნა.   კითხვა-პასუხი;. 1 რა პერიოდია აღწერილი ტექსტში? საიდან ჩანს?    2.რა არის ხაზარულა?    3.როგორ აღწერს მწერალი  ვაშლის ხეს ?  4.რას სთხოვს ბებია შვილისვილს /?   5.როდის აშინებენ ხეს?  6როგორ არის აღწერილი ხის შეშინება//?
ანალიზი
მთელ კლასთან

7წთ

აქტივობა 5 .
ტექსტის  ჩუმი კითხვა და  გეგმის შედგენა 7 .       მოსწავლეებიჩუმად  კითხულობენ ტექსტს ,,ყოფენ მას ნაწილებად და ადგენენ გეგმასგეგმის  მიხედვით გადმოსცემენ ტექსტის ცალკეული ნაწილების შინაარსს
ანალიზი
მთელ კლასთან

7წთ

აქტივობა 6.
ტექსტის გააზრება  და შეფასება 5 წთ.  1.ბებია იყო სოფლის სურნელად აყვავებული და დაღვრილი. თქვენი აზრით, რა სურნელზე მიგვინიშნებს მწერალი, რისი სუნი ასდიოდა ბებიას?   2 .რატომ გახდა ავტორი სოფლის ხიზანი?      3.რატომ იცინის  ბიჭი  ბებოს თხოვნაზე შეაშინოს ხაზარულა?    4.რა არის ხაზარულას თრთოლის მიზეზი?
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან

5წთ

აქტივობა7.
ენობრივ მასალაზე დაკვირვება, სხვადასხვა პირში თხრობა 8 წთ.   1ვინ  გადმოგვცემს ტექსტში აღწერილ  ამბავს?  2.რომელ პირში გადმოგვცემს?  3.რატომ მიმართავს ამ ხერხს? 4. რომელ ნაცვალსახელს იყენებს? 5 სხვას  რომ მოეყოლა რომელ პირში იქნებოდა  თხრობა? 7.მოძებნეთ და წაიკითხეთ დიალოგი. გადმოეცით მისი შინაარსი მე-3 პირში  8 რა არის დიალექტი? მოძებნეთ  დიალექტები.
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური

8წთ
















ხელმოწერა


თარიღი



1 comment:

  1. საინფორმაციო კომუნიკაციების გამოყენება სასწავლო პროცესში ძალიან საინტერესო,აქტუალური,პროდუქტიული ტრენინგი იყო,რომლის მეშვეობით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე:ისტ-ის გამოყენებით გაკვეთილის გეგმის,პრეზენტაციის,სასწავლო პროექტის დაგეგმვა-ჩატარება,ბლოგის შექმნა,XL-ის პროგრამაში ცხრილების შექმნა,გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისტემებს. ამ დიდი შრომისთვის,საოცრად საინტერესო,შინაარსიანი თითოეული დღისათვის უღრმესი მადლობა ქალბატონ ლია ნავროზაშვილს,კიდევ იმ თბილი დამოკიდებულებისათვის,ასე რომ გვათბობდა მთელი ტრენინგის მანძილზე და საოცარი ენთუზიაზმით,შემართებიტთ და რწმენით გვავსებდა.უღრმესი მადლობა,ქალბატონო ლია!

    ReplyDelete