სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა 1.პროექტის სახელწოდება:საქართველოს ბულბული 2.პროექტის მთავარი იდეა:აკაკი წერეთლის ლირიკული ნაწარმოებების გაცნობა 3.პროექტის აქტუალობა:ამ სასწავლო პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიაზრებენ,რომ „საქართველოს ბულბული“ახალი ქართული ენის ერთ-ერთი ფუძემდებელია და ღეძვრებათ სურვილი,მოტივაცია,-უკეთ შეისწავლონ არა მხოლოდ აკაკი წარეთლის შემოქმედება,არამედ ახალი ქართული მწერლობა.ამ ინტერესს აღძრავს აკაკის ტკბილხმოვანი შემოქმედება. 4.პროექტის მიზანი:შეძლებისდაგვარად გაეცნონ ახალი ქართული ენის ერთ-ერთი ფუძემდებლის აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას.დაინტერესდნენ მისი ნაწარმოებებით,შეიყვარონ წიგნის კითხვა,განივითარონ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები. 5.მონაწილეთა ასაკი:13-14 წელი 6.ვადების ხანგრძლივობა:2 თვე 7..მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებში დიდი ინტერესის გამოვლენა აკაკის პოეზიისადა საერთოდ ლიტერატურისადმი. აკ.წერეთლის თანამოკალმეთა შემოქმედების შესწავლის მოტივაციის აღძვრა.კითხვის,აზროვნების,წერის,ისტ-ის გამოყენების უნარების განვითარება.ურთიერთთანამშრომლობის,კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება. 8.პროექტისათვის საჭირო რესურსები:დამხმარე ლიტერატურა,ბიბლიოთეკა,ინტერნეტი,კომპიუტერი,პროექტორი,ციფრული აპარატი,საკანცელარიო ნივთები,მიკროავტობუსი,სურსათი. 9.პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები:მომზადდეს და ჩატარდეს ღონისძიება“საქართველოს ბულბული“. მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად;თითოეულ ჯგუფს მიეცემა ინდივიდუალური დავალება:მწერლის ლექსებზე არსებული სიმღერების შეგროვება;აკაკის შემოქმედების უფრო ღრმად გაცნობა,ექსკურსიის დაგეგმვა.მოეწყოს ექსკურსიააკ.წერეთლის სოფლებში სხვიტორსა და სავანეში;ღონისძიების მომზადება;ღონისძიების ჩატარება;ექსკურსიისთვის მზადება;ექსკურსიის მოწყობა;ჩატარებული სამუშაოს შეჯამება;დისკზე ჩაწერა,ბლოგის შექმნა. 10საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებტან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ლიტერატურა-განუვითარებს ძირითად საკომუნიკაციო უნარებს:წერას,კითხვას,მოსმენას,საუბარს.გაიღრმავებენ ცოდნას ხელოვნებაში-პოეტის შემოქმედებაზე ნახატების შესრულებით,ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვით,მუსიკა-აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერების მნიშვნელობა ქართული კულტურის ისტორიაში,ისტ-ის ტექნოლოგიებში-ინტერნეტიდან მასალის მოძიება-დამუშავებით,გაცვლით,პრეზენტაციების შექმნით,ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით,ბლოგის შექმნით;გეოგრაფიაში-იმერეთის მხარის იმ ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულება,რომელიც აკაკის ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. 11.პროექტის ხელმძღვანელი:ლია კურტანიძე 12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lia.kurtanidze1960@gmail.com 13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი/: liakurtanidze.blogspot.comliakurtanidze.blogspot.com

No comments:

Post a Comment